პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანაშემწე იცავს თეთრი სახლის პოზიციას ყოფილი თანამშრომლის მიერ ცოლის მიმართ შესაძლო ძალადობის საკითხთან დაკავშირებით.
პრეზიდენტის მრჩეველმა კელიან კონვეიმ "სი-ენ-ენს" კვირას უთხრა, რომ რობ პორტერი „სწორად მოიქცა“, როცა ყოფილი ცოლის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ თანამდებობიდან გადადგა. პორტერი პრეზიდენტ ტრამპის ყოველწლიურ სიტყვაზე მუშაობდა და მოსამზადებელ სამუშაოებს ზედამხედველობდა.
თუმცა კენვოი უარყოფს რამდენიმე მედია საშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც თეთრი სახლის იურისტმა და ადმინისტრაციის უფროსმა იცოდნენ პორტერის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებზე.