პრეზიდენტი ტრამპი ტელეფონით ესაუბრა იაპონიისა და ჩინეთის ლიდერებს. მათ კვლავ ჩრდილოეთ კორეისგან არსებულ საფრთხეებზე და მათთან გამკლავების გზებზე ისაუბრეს.
30-წუთიანი სატელეფონო საუბარი ტრამპსა და იაპონიის პრემიერ მინისტრ შინზო აბეს შორის ფხენიანზე ზეწოლის გაზრდას შეეხებოდა, რათა თავიდან აიცილონ ჩრდილო კორეის პროვოკაციულ ქმედებებში ჩართვა. თუმცა ოფიციალური ტოკიოს განცხადებით, კონკრეტული, მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ საუბარი არ ყოფილა.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩრდილოეთ კორეისგან, რომელიც პროვოკაციებს აგრძელებს, მტკიცედ მოვითხოვოთ თავშეკავება“, - განაცხადა შინზო აბემ რეპორტიორებთან საუბრისას.
აბეს თქმითვე, ამერიკის პრეზიდენტი მას ეთანხმება იმაში, რომ ჩრდილო კორეის პრობლემის გადაწყვეტაში დიდი როლი უნდა შეასტულოს ჩინეთმა. ტრამპი ტელეფონით ჩინეთის პრეზიდენტსაც ესაუბრა. ეს უკანასკნელი ამბობს, რომ იმედოვნებს, ყველა მხარე ეცდება თავიდან აიცილოს კორეის ნახევარკუნძულზე სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება და დაძაბვა.
ამერიკის ოფიციალური პირები კი კვლავ ამბობენ, ჩრდილო კორეის მხრიდან არსებულ პროვოკაციებზე პასუხის „ყველა ვარიანტი განიხილება“.
სამშაბათს ჩრდილო კორეა მისი ჯარის დაარსების იუბილეს აღნიშნავს, რაც ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია. შესაძლებელია, რომ ჩრდილო კორეის მთავრობამ სწორედ ამ დღეს კიდევ ერთხელ სცადოს ბირთვული რაკეტების გაშვება. მსგავსი მცდელობა გასულ კვირას წარუმატებლად დასრულდა.