შეერთებული შტატების მეტეოროლოგების ცნობით, მესამე კატეგორიის ქარიშხალი სახელად „ოფელია“ ხვალ ნიუფაუდლენდის კუნძულს დაატყდება თავს. მაიამიში მდებარე ქარიშხლების კვლევის ეროვნული ცენტრის ცნობით, ქარი საათში 205 კილომეტრ სიჩქარით ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით მოძრაობს. მართალია უახლოეს დღეებში ქარიშხალი შესუსტდება, თუმცა მეტეოროლოგები შიშობენ, რომ სტიქია ავალონის ნახევარკუნძულთან ჯერ კიდევ ძლიერი იქნება. მეტეოროლოგების ცნობით, ნიუფაუდლენდის ნაპირებთან ხვალ შუადღისას ძლიერი ტალღები წარმოიქმნება.