სინოპტიკოსების განცხადებით, ქარიშხალის ძალა საათში 95 კილომეტრი იქნება
სინოპტიკოსების განცხადებით, ტროპიკული ქარიშხალი ისააკი შესუსტდა და ხუთშაბათს ლუიზიანას, მისისიპის, ალაბამას და არკანზასის შტატებს ეწვევა.
სინოპტიკოსების განცხადებით, ქარიშხალის ძალა საათში 95 კილომეტრი იქნება, ნალექის სიმაღლე კი დაახლოებით 63 სანტიმეტრს მიაღწევს. სავარაუდოდ, ქარიშხალი ამერიკის ცენტრალურ შტატებშიც ჩავა, სადაც მთელი ზაფხულის განმავლობაში გაუსაძლისი გვალვები იყო.
ოთხშაბათს ქარიშხალი ისააკი მისისიპის და ალაბამას შტატებს დიდი სიმძლვარით დაატყდა თავს. ძლიერმა ქარმა და წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია. ლუიზიანას შტატის მოსახლეობამ ზოგ ადგილებში სტიქიას ძლივს დააღწია თავი.