ტროპიკული შტორმი "ისაია" ფლორიდის სანაპიროდან ჩრდილოეთით მიემართება. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ შტორმი დიდი რაოდენობით ნალექს მოიტანს.
კვირას, საღამოს რვა საათისთვის, შტორმი ფლორიდის სამხრეთ აღმოსავლეთიდან 90 კილომეტრის დისტანციაზე იყო. ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქარის სიჩქარე ახლა 110 კმ/სთ და "ისაია" ჩრდილოეთისკენ მიემართება.
ასევე ნახეთ: სამ დღეში 1,4 მილიონით მეტი ინფიცირებული და 20 000-მდე გარდაცვლილი - პანდემიის მეორე ტალღის საწყისი?
შტორმად ქცეული ქარიშახალი აღმოსავლეთ სანაპიროსკენ მსვლელობას განაგრძობს და ვარაუდობენ, რომ სამშაბათს ვაშინგტონს, ფილადელფიასა და ნიუ-იორკს მიაღწევს.
მანამდე კი პალმ ბიჩის მიმდებარედ, სადაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი დასასვენებელი კურორტი მდებარეობს, შტრომმა წყალდიდობა გამოიწვია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ზარალი დიდია.
"ისაიას" ხელი არ შეუშლია ნასას ასტროვნავტებისთვის გუშინ დედამიწაზე დაბრუნებულიყვნენ. ორთვიანი ვოიაჟს შემდეგ, მათი კაფსულა მექსიკის ყურეში დაეშვა.
მედიის ცნობით, შტორმს ორი ადამიანი ემსხვერპლა დომენიკის რესპუბლიკაში და ელექტროენერგიის გარეშე დატოვა მოსახლეობა პუერტო რიკოში.