ტეხასში ტროპიკული შტორმი ისევ მძინვარებს

ტეხასის ქალაქ ჰიუსტონში ისტორიული სიძლიერის ტროპიკული შტორმი ჯერ ისევ არ ჩამცხრალა. სინოპტიკოსების განცხადებით, წვიმა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. ქალაქში სამაშველო სამსახურები მუშაობენ და წყალდიდობით დაზარალებულებს ეხმარებიან.

ამინდის პროგნოზის მიხედვით, წყალდიდობა ქალაქში ამ კვირაშიც გაგრძელდება და ნალექი 40-60 სანტიმეტრს მიაღწევს. ქალაქის ზოგიერთ ნაწილში ნალექმა უკვე მიაღწია 60 სანტიმეტრს.

ტროპიკული შტორმი ჰარვი, ყველაზე ძლიერი ქარიშხალია ამერიკის კონტინენტზე უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე.

პრეზიდენტი ტრამპი სამშაბათს შტორმით დაზიანებულ შტატს ესტუმრება. წყალდიდობასა და ტორნადოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ტეხასში სულ ცოტა ორი ადამიანი ემსხვერპლა.