დღეს ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა ბოსნიელი სერბების ლიდერი, სამ-წევრიანი საპრეზიდენტო უწყების სერბი წარმომადგენელი მილორად დოდიკი და მასთან ასოცირებული მედია-საშუალება. ამის მიზეზი კორუფციული და დესტაბილიზაციის გამომწვევი აქტივობებია, რაც ბოსნია-ჰერცეგოვინის ერთიანობას, მის "სტაბილურობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას უქმნის საფრთხეს" - აცხადებს ხაზინის დეპარტამენტი.
ასევე ნახეთ: აშშ ბოსნიას შესაძლო სანქციებით აფრთხილებსგადაწყვეტილების თანახმად, შეერთებულ შტატებში გაყინულია როგორც დოდიკის ანგარიშები, ისე მასთან ასოცირებული მაუწყებლის "ალტერნატიული ტელევიზია" (Alternativna Televizija). დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ დოდიკმა "ძირი გამოუთხარა ბოსნია-ჰერცეგოვინის სახელმწიფო ინსტიტუტებს, მოუწოდა რა მათთვის კომპეტენციების ჩამორთმევისკენ და დაიწყო რა პარალელური ინსტიტუტების ჩამოყალიბება". ოთხშაბათს გამოქვეყნებული განცხადება ასევე ამბობს, რომ "დოდიკმა გამოიყენა მისი ოფიციალური თანამდებობა ბოსნია-ჰერცეგოვინაში, რათა გაეზარდა პირადი სიმდიდრე უკანონო შემოსავლებით, ქრთამით და კორუფციის სხვა ფორმებით".
ბოსნიაში ომის შემდეგ, რომელმაც 100 000-მდე ადამიანი შეიწირა, მწვავე პოლიტიკური დაპირისპირება გრძელდება. ომი 1995 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დეიტონის სამშვიდობო შეთანხმების საფუძველზე შეაჩერა.