შეერთებულ შტატებში სტიქია მძვინვარებს

საგანგებო დახმარების სამსახურების ოფიციალურ პირთა განცხადებით, დღეს ღამით ალაბამას შტატში რამდენიმე ტორნადოა მოსალოდნელი
ალაბამას, არკანზასის და მისისიპის შტატების მოსახლეობა მრავალრიცხოვანი ტორნადოების შემდეგ ფხიზლდება.

სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და საცხოვრებელი სახლები და შენობები დაანგრია. გუშინ შეერთებული შტატების ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში ათასობით ადამიანs ელექტროენერგია გაეთიშა.

საგანგებო დახმარების სამსახურების ოფიციალურ პირთა განცხადებით, დღეს ღამით ალაბამას შტატში კიდევ რამდენიმე ტორნადოა მოსალოდნელი.

გუშინ ტორნადო მისისიპის ქალაქ ტუპელოს დაატყდა თავს, დაანგრია შენობები და ხეები ამოგლიჯა. შემდეგ სტიქიამ ალაბამას შტატ ქალაქ ათენზე გადაინაცვლა, სადაც ორი ადამიანი დაიღუპა.

კვირას ტორნადომ არკანზასის შტატის პატარა ქალაქ ლითელ როკზეც გაიარა. ჯამში სამხრეთ-აღმოსავლეთ შტატებში ტორნადოების შედეგად 15 ადამიანია დაღუპული.

გუშინ პრეზიდენტმა ობამამ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და მსხვერპლთა ოჯახებს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა და დახმარება აღუთქვა.