დამანგრეველი ტორნადო ოკლაჰომაში

ტორნადომ ოკლაჰომა სიტის გარეუბანში სახლები დაანგრია და დაწყებითი სკოლის შენობა მიწასთან გაასწორა
ორშაბათს შეერთებული შტატების ცენტრალურ შტატ ოკლაჰომას ძლიერმა ქარბორბალამ გადაუარა. საათში 320 კილომეტრის სიჩქარით მოძრავმა ტორნადომ ოკლაჰომა სიტის გარეუბანში სახლები დაანგრია და დაწყებითი სკოლის შენობა მიწასთან გაასწორა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულია 51 ადამიანი, არიან დაშავებულები. დაწყებითი სკოლის 24 მოსწავლე დაკარგულია.

აღსანიშნავია, რომ ოკლაჰომა სიტის ამავე გარეუბანს დამანგრეველი ტორნადო 1999 წელსაც დაატყდა თავს.

ამინდის ეროვნული სამსახურის ცნობით, ქარბორბალა ცენტრალური ამერიკის ტერიტორიაზე მდებარე კიდევ რამდენიმე შტატშია მოსალოდნელი.