ჯანდაცვის უწყებების ხელმძღვანელები დღეს სენატორთა შეკითხვებს უპასუხებენ

ამერიკის ჯანდაცვის უწყებების პირველი პირები სამშაბათს სენატის წინაშე წარდგებიან და ქვეყანაში ბიზნესების, სკოლების, ეკონომიკის სხვა სფეროების გახსნის თაობაზე ისაუბრებენ. ისინი აპირებენ გააფრთხილონ ხელისუფლება, რომ "გახსნა" აუცილებლად ფრთხილად მოხდეს.

"ნიუ-იორკ თაიმსის" თანახმად, ქვეყნის წამყვანი ინფექციონისტი, ენტონი ფაუჩი აპირებს ნაადრევი გახსნის რიკებზე ისაუბროს, რადგან მისი აზრით ის შტატები, რომლებიც შესაბამისი რეგულაციების და წესების დაცვის გარეშე ან ინფიცირებების შემთხვევების არასაკმარისი კლების მიუხედავად მაინც გაიზრდებიან, ადამიანების სიცოცხლესა და თავად ეკონომიკის აღდგენასაც რისკის ქვეშ აყენებენ.

"თუკი ჩვენ გამოვტოვებთ გარკვეულ ნიშნულებს, ჩვენ ვრისკავთ, რომ ქვეყანაში რამდენიმე ახალი აფეთქება გვექნება", - უხრა ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა გამოცემას. "ეს არა მხოლოდ არასაჭირი ტანჯვასა და სიკვდილს გამოიწვევს, არამეს ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნების გზაზეც უკან დაგვახევინებს".

სენატორთა კითხვებს ასევე უპასუხებენ ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორი რობერტ რედფილდი, ჯანდაცვის მდივნის თანაშემწე ბრეტ გაროირი და საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის კომისიონერი სტივენ ჰანი.