პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა, მიხეილ სააკაშვილთან საპატიმროში იმყოფებოდა. მან რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
ბოკუჩავა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს შიმშილობას და ის თავს პოლიტიკურ პატიმრად თვლის. ბოკუჩავა ამბობს, რომ მან სცადა სააკაშვილის გადარწმუნება და სთხოვა, რომ შიმშილობა შეეწყვიტა, თუმცა, სააკაშვილი თვლის, რომ ის უკანონოდაა დაპატიმრებული და ამიტომ აგრძელებს პროტესტის ამ ფორმას.
თინა ბოკუჩავამ ასევე, ისაუბრა მიუხეილ სააკაშვილის საქართელოში ჩამოსვლის მიზეზზე- „ის გამუდმებით იმეორებდა, რომ მისი ჩამოსვლის ერთადერთი მიზანი იყო ის, რომ დაეხმაროს საკუთარ ქვეყანას, დაეხმაროს იმაში, რომ ერთად დავასრულოთ ეს სიძულვილი, უპერსპექტივობა და სიბნელე, რომელსაც ივანიშვილი ახვევს თავს ჩვენს ქვეყანას“,- განაცხადა ბოკუჩავამ.
ასევე ნახეთ: 3 საათი არჩევნების დასრულებამდე საქართველოში: დარღვევები საარჩევნო უბნებზეენმ-ს წევრი ამბობს, რომ სააკაშვილს სრულად ჰქონდა გაცნობიერებული დაკავების საფრთხე და „ ეს თავგანწირვა აუცილებელი იყო საბოლოო გამარჯვებისთვის“. ბოკუჩავას თქმით, „ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის“.
მიხეილ სააკაშვილი ქართველმა სამართალდამცავებმა გუშინ, თბილისში დააკავეს და ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც დაკავებიდან რამდენიმე საათში, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მოინახულა.