შეერთებული შტატების არჩევნების შედეგები, ჯერ ისევ გაურკვეველია. ცხრა გადამწყვეტი შტატი კვლავ აგრძელებს ხმების დათვლას. შედეგების გამოცხადებას ამ შტატებში შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს.
ამ დროისთვის ორივე კანდიდატს აქვს შანსი, რომ შედეგები მათ სასარგებლოდ გადაიხაროს. გამარჯვებულმა, კოლეგიის 270 ხმა უნდა დააგროვოს.
გთავაზობთ უკანასკნელ მონაცემებს, გადამწყვეტ შტატებში. შედეგები, „ედისონ რისერჩის“ მიერ არის მოწოდებული.
ალასკა
პრეზიდენტ ტრამპს ალასკაში უპირატესობა აქვს და მოსალოდნელია, რომ ის ამ შტატს მოიგებს. ამ დროისთვის, მხოლოდ ბიულეტენების 36 პროცენტია დათვლილი, ტრამპი ხმების 61,4%-ით ლიდერობს, ხოლო ჯო ბაიდენს 34.7% აქვს.
არიზონა
ბაიდენს ამ შტატში მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს. „ასოშიეთიდ პრესმა“ და „ფოქს ნიუსმა“ უკვე მიაკუთვნა ამ შტატის ხმები დემოკრატ კანდიდატს. ამ დროისთვის ხმების 86 პროცენტია დათვლილი. „ედისონ რისერჩის“ მიხედვით, ბაიდენს 51% პროცენტი აქვს, ხოლო ტრამპს 47.6%.
დამატებითი ინფორმაცია ამ შტატში, ოთხშაბათ საღამოს გამოცხადდება.
ასევე ნახეთ: შტატები, რომლებიც კანდიდატებმა მოიგესჯორჯია
ტრამპს ჯორჯიაში მცირე უპირატესობა აქვს. თუმცა, ქალაქ ატლანტის გარშემო, რამდენიმე დიდი საგრაფოში, რომელიც დემოკრატებისკენ იხრება, ხმების დათვლა კვლავ მიმდინარეობს. ტრამპს 50,5% იანი უპირატესობა აქვს, ხოლო ბაიდენს მხარს 48.3 უჭერს.
ხმების დათვლა კრიტიკულად მნიშვნელოვან დასახლებებში დღეს გაგრძელდა. შტატის ადმინისტრაციის განცხადებით, შედეგები ოთხშაბათს საღამოსთვის იქნება ცნობილი.
მეინი
მეინი ერთ-ერთია იმ ორი შტატიდან, რომელიც კოლეგიის ხმებს შტატის მასშტაბით ყველაზე მეტი ხმის მომპოვებელსა და თითოეულ ოლქში გამარჯვებულზე ანაწილებს.
„ედისონ რისერჩის“ მიხედვით, შტატის საარჩევნო კოლეგიის ხმებიდან, ორ ხმას ბაიდენი მოიპოვებს, მას შტატში 54.2%-იანი უპირატესობა აქვს. ტრამპს ამ დროისთვის 42.7% უჭერს მხარს. დათვლილია ბიულეტენების 77%. ორგანიზაციამ ასევე განაცხადა, რომ შტატის პირველ ოლქს, ბაიდენი მოიგებს. ეს მესამე კოლეგიის ხმა იქნება ყოფილი ვიცე-პრეზიდენტისთვის მეინის შტატში.
ხოლო, ტრამპი შტატის მეორე ოლქში 51,4 პროცენტით ლიდერობს, 45,1 პროცენტის წინააღმდეგ. თუმცა, ამ დრომდე ამ ოლქში ხმების მხოლოდ 53.7%-ია დათვლილი.
ასევე ნახეთ: ტრამპი ხმის მიცემის პროცესზე: "ეს ამერიკელი ხალხის მოტყუებაა"მიჩიგანი
მიჩიგანის შტატში, ბაიდენს ძალზედ მცირე უპირატესობა აქვს. ხმებს კვლავ ითვლიან ვეინის საგრაფოში, სადაც ქალაქი დეტროიტი მდებარეობს და აქ ბიულეტენების მხოლოდ 76.1%-ია დათვლილი. შტატის მასშტაბით, ბიულეტენების 92 პროცენტის დათვლის შედეგად, ბაიდენს 49,5 პროცენტი აქვს. ხოლო ტრამპს 48.9%.
შტატის ვეინის საგრაფოდან, ხმების დათვლის პროცესი ოთხშაბათს განახლებას განაგრძობს. შტატში იმედოვნებენ, რომ პირველადი შედეგები 24 საათში ექნებათ.
ნევადა
ნევადა მოსალოდნელი იყო, რომ მხარს ბაიდენს დაუჭერდა. თუმცა ახლა იქ ვითარება რთულად პროგნოზირებადია. „ედისონ რისერჩი“ აჩვენებს, რომ ხმების 86 პროცენტის დათვლის შედეგად, ბაიდენს 49,3 პროცენტი უჭერს მხარს, ხოლო დონალდ ტრამპმა 48,7%.
შტატის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ შედეგების გამოცხადებას ხვალისთვის ელიან. კლარკის საგრაფოში, სადაც შტატის ყველაზე დიდი ქალაქი, ლას ვეგასი მდებარეობს, ბიულეტენების 84% დათვლილია. ამ დროისთვის აქ ბაიდენს 52,9% აქვს, ხოლოდ ტრამპს 45.4%.
ასევე ნახეთ: ვინ მოიპოვებს სენატს?
ჩრდილოეთ კაროლინა
ამ შტატში ტრამპსა და ბაიდენს შორის სხვაობა 2 პროცენტულ პუნქტზე ნაკლებია. პრეზიდენტი მცირედით, 50.1%-ით ლიდერობს, ხოლო ბაიდენს 48.7% აქვს. აქ ბიულეტენების 95% დათვლილია.
შტატმა განაცხადა, რომ მიიღებდა ბიულეტენებს, რომლებიც დათარიღებულია არაუგვიანეს 3 ნოემბრით და იმ შემთხვევაში, თუ ეს ბიულეტენები საარჩევნო კომისიამდე 12 ნოემბრამდე მიაღწევს. დღეს, ბაიდენის გუნდმა განაცხადა, რომ საბოლოო შედეგების გამოცხადებას აქ რამდენიმე დღე დასჭირდება.
პენსილვანია
გადამწყვეტ შტატებს შორის, ყველაზე ნაკლები ბიულეტენი პენსილვანიაშია დათვლილი. ტრამპს ამ დროისთვის მნიშვნელოვან უპირატესობა აქვს. მას 53.9 % უჭერს მხარს, ხოლო ბაიდენს 44.8%. დათვლილია ხმების 79%.
ოფიციალური პირები აქ ბიულეტენების მიღებას არჩევნებიდან სამი დღის მანძილზე გააგრძელებენ, და განიხილავენ ბიულეტენებსაც, რომლებიც 3 ნოემბრით არის დათარიღებული. შტატში დაახლოებით მილიონი ხმაა დასათვლელი.
თუ კანდიდატებს შორის, პროცენტული სხვაობა ნახევარ პროცენტში იქნება, შტატის კანონმდებლობით, ბიულეტენები ხელახლა უნდა იქნას გადათვლილი.
ასევე ნახეთ: რა უნდა ვიცოდეთ ამერიკის 2020 წლის არჩევნებზეუისკონსინი
უისკონსინის შტატში, "ასოშიეთიდ პრესის" ინფორმაციით გამარჯვებას ჯო ბაიდენმა მიაღწია, თუმცა ის იქ მხოლოდ 0.624 პრროცენტული პუნქტით ლიდერობს. ჯო ბაიდენს აქ ხმების 49.6 პროცენტი აქვს, ხოლო დონალდ ტრამპს 48.9%.
დათვლილია 3.3 მილიონი ხმა. უისკონსინი 2016 წელს პრეზიდენტმა ტრამპმა მოიგო.
თუ სხვაობა კანდიდატებს შორის 1 პროცენტამდე იქნება, კანდიდატს შეუძლია მოითხოვოს ხმების გადათვლა. ტრამპის კამპანიამ განაცხადა, რომ გეგმავს ხმების ხელახალი დათვლის მოთხოვნას.