ტილერსონი: ასადს სირიის მომავალში არანაირი როლი არ ექნება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი აცხადებს, რომ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს და მის ოჯახს სირიის მომავალში არანაირი როლი არ ექნებათ. ტილერსონმა ეს განცხადება ჟენევაში, გაეროს წარმომადგენელთან სირიაში სტეფან დე მისტურასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა და დასძინა, რომ გასარკვევია, თუ როგორ მოხდება ასადის ჩამოშორება, თუმცა მისი მმართველობა დასასრულს უახლოვდება.

ჟენევაში ტილერსონმა საერთაშორისო ტურნე დაასრულა, რომლის დროსაც მან წინასწარ გამოუცხადებელი ვიზიტები განახორციელა ერაყსა და ავღანეთში.