ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ბირმაში ჩავიდა. ამერიკის პირველი დიპლომატი შეშფოთებულია "სანდო ცნობებით რახინის შტატში მომხდარი ფართომასშტაბიანი ხოცვა-ჟლეტის შესახებ, რომლის უკან, სავარაუდოდ, უსაფრთხოების ძალები და შეიარაღებული მოქალაქეები დგანან", მაგრამ მიაჩნია, რომ "ბირმის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესება სასურველი არ არის."
"არ მესმის, როგორ დაგვეხმარება სანქციები კრიზისის დაძლევაში," - თქვა ტილერსონმა. როდესაც სახელმწიფო მდივანი ამ განცხადებას აკეთებდა, ბირმის დე ფაქტო ლიდერი ან სან სუ ჩი მის გვერდით იდგა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ბირმაში როჰინგის მუსლიმური უმცირესობის წინააღმდეგ მიმართულ სადამსჯელო ღონისძიებებს "ეთნიკური წმენდის ტიპური მაგალითი" უწოდა. გაერო ბირმის ხელისუფლების ცალკეული მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარს უჭერს.