რექს ტილერსონი არგენტინის პრეზიდენტს შეხვდა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი დღეს არგენტინის პრეზიდენტ მაუროსიო მარსის დახურულ კარბს მიღმა შეხვდა. ტილერსონი ლათინურ ამერიკაში ხუთდღიანი ვიზიტით იმყოფება.

პრეზიდენტმა ტილერსონს ბუენო-აირესის შემოგარენში უმასპინძლა.

გუშინ სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ რეგიონის ქვეყნებთან მან განიხილა ვენესუელის წინააღმდეგ სანქციების დაწესება, რომლის მიზანიც ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების ჩატარებაა.

ტილერსონმა იქვე დასძინა, რომ დამატებითი მუშაობაა საჭირო იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ სანქციებმა უარყოფითი გავლენა არ იქონიოს ნავთობის მწარმოებელ ამერიკულ კომპანიებზე და ქვეყნებზე, რომლებიც ნავთობს ვენესუელისგან იღებენ.