სოციალური ქსელი „ტიკ-ტოკი“ შეერთებული შტატების სამთავრობო უწყებების, პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების ანგარიშებს მხოლოდ დადასტურებული პროფილის ქონას მოსთხოვს. მოკლე ვიდეოების პოპულარული ქსელი მათ ასევე აუკრძალავს ვიდეოების განთავსებას, რომლებიც პოლიტიკური კამპანიებისთვის სახსრების მოზიდვას ისახავს მიზნად.
ასევე ნახეთ: "ტვიტერი" ელონ მასკის $43-მილიარდიან შეთავაზებას დათანხმდებაეს ნაბიჯი „ტიკ-ტოკმა“ მას შემდეგ გადადგა, რაც მისმა მფლობელმა ჩინურმა კომპანია „ბაითდენსმა“, სოციალური მედიის სხვა პლატფორმებთან ერთად, გადაწყვეტილება მიიღო შეემცირებინა საკუთარ ქსელში პოლიტიკური დეზინფორმაცია ამერიკაში მომავალი ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ.
„ტიკ-ტოკს“ შეერთებულ შტატებში უკვე რამდენიმე წელია აკრიტიკებენ იმის გამო, რომ სოციალურ ქსელს ბევრი არაკეთილსინდისიერი მოთამაშე დეზინფორმაციის გასავრცელებლად და პოლარიზაციის გასაღრმავებლად საკუთარ პლატფორმად იყენებს.
„ტიკტოკის“ თქმით, პოლიტიკური ანგარიშების მფლობელებს შეუძლიათ სოციალურ ქსელს მოთხოვნა გაუგზავნონ შემოწმების გასავლელად და დასტურის მისაღებად იმისთვის, რომ მათი პროფილების ავთენტურობა დადასტურდეს.