გაერო ჩინეთს ტიბეტელთა უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს

ნავი პილაი: „ტიბეტში სოციალური სტაბილურობა ვერასდროს მიიღწევა უსაფრთხოების მკაცრი ზომების გატარებით“
გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის ოფისი ჩინეთს მოუწოდებს, რეაგირება მოახდინოს ტიბეტის რაიონებში შექმნილ ვითარებაზე, სადაც პროტესტის გამოხატვის დროს დაღუპულთა რაოდენობა იზრდება.

გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებების დარგში, ნავი პილაიმ განაცხადა, რომ ტიბეტში სოციალური სტაბილურობა ვერასდროს მიიღწევა უსაფრთხოების მკაცრი ზომების გატარებით და ადამიანის უფლებების ჩახშობით. პილეიმ განაცხადა, რომ ის შეწუხებულია ტიბეტელთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობით, როდესაც ისინი თავიანთი ფუნდამენტური უფლების დაცვას ითხოვენ.