"საერთაშორისო გამჭვირვალობა": არჩევნების საკითხზე მსჯელობა უნდა დაიწყოს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" განცხადებას აქვეყნებს, და კოვიდ 19-ის პანდემიის ფონზე, საზოგადოებას, გარდა ჯანდაცვის და ეკონომიკური საკითხებისა, მოუწოდებს არ დაივიწყონ ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებლი სასიცოცხლო საკითხები. ამათ შორის ორგანიზაცია ასახელებს არჩევნებს და საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს. "საერთაშორისო გამჭვირვალობის" თქმით, დღეს სრულად გაუგებარია როგორ გაიმართება არჩევნები 6 თვეში ან რა ცვლილებები შევა კოდექსში, რატომაც ხელისუფლებამ არსებული ბუნდოვანების გასაფანტად კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ იმის გათვალისსწინებით, რომ ამ ეტაპზე საქართველოში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, რომელიც შეიძლება რამდენიმე თვეს გაგრძელდეს, საზოგადოებას კონკრეტული წარმოდგენს უნდს ქონდეს რა ხდება ამასთან დაკავშრებით.

განცხადების ბოლოს, აღნიშნულია, რომ მოუწოდებენ 'საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას ამ საკითხზე დაიწყონ აქტიური კონსულტაციები საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, პოლიტიკურ პარტიებთან, არჩევნებზე მომუშავე ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლობებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან."