ბუდაპეშტში გამართულ საპროტესტო აქციაზე ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა. უნგრეთის დედაქალაქში ახალ კანონპროექტის აპროტესტებენ, რომელიც კრძალავს სკოლებში ჰომოსექსუალობის და სქესის შეცვლის საკითხების განხილვას.
ასევე ნახეთ: საქართველო ლგბტ+ უფლებების დარღვევაზე თვალს ხუჭავსდემონსტრანტები პარლამენტის შენობის წინ 14 ივნისს შეიკრიბნენ. უნგრეთის კონსერვატიული მმართველი პარტია პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მეთაურობით, საკამათო ანტი-ლგბტ კანონპროექტზე კენჭისყრას დღეს გეგმავს. საკანონმდებლო ცვლილება ამბობს, რომ სკოლის მოსწავლეებს არ შეიძლება ესაუბრონ ან აჩვენონ სქესის შეცვლის, ან ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ურთიერთობის შინაარსის შემცველი არანაირი მასალა.
აკრძალვა ასევე შეეხება რეკლამებს. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება სპეციალური ჯგუფები და მხოლოდ მათ შეეძლებათ სკოლებში სქესის შესახებ განათლების მიცემა.