"საქართველოს თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულების ფარგლებში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საქართველოს თავდაცვის ძალები 600 M249 ტიპის პორტატული ტყვიამფრქვევით აღჭურვა" - ინფორმაციას ამის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საველე სწავლების ფარგლებში, ამერიკელი მრჩევლები, ქართველი ჯარისკაცებისთვის ორკვირიან სასწავლო კურსს ჩაატრებენ.
საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ახალი ტიპის ტყვიამფრქვევებით დაკომპლექტება, აღჭურვილობის განახლებისა და მოდერნიზაციის პროცესს წარმოადგენს.