ტეხასსის ქალაქ დალასს ორმა ძლიერმა ქარიშხალმა გადაუარა და მნიშვნელოვნად დააზიანა რამდენიმე უბანი. ათობით ადამიანმა სხვადასხვა სახის სხეულის დაზიანება მიიღო. მოსახლეობა ცდილობს ქარიშხლის შემდეგ ქუჩების გაწმენდას. როგორც ამინდის პროგნოზის ცენტრში აცხადებენ, ქარიშხალი იმდენად ძლიერი იყო, რომ წარმოქმნეილმა ქარბორბალამ ჰაერში აიტანა მძიმე სატვირთო ავტომანქანებიც, ასევე ჩამოშალა სახლების სახურავები და ფესვიანად ამოძირკვა ხეები, ასევე ქუჩაში მდგარი მანქანები დააზიანა. ამერიკის ავიახაზებმა დალასის ფორტ ვორტის აეროპორტიდან ოთხშაბათამდე ყველა რეისი გადადო.