კომპანია „სპეის-ექსისა“ და „ტესლას“ დამფუძნებელი, პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მკაცრი კარანტინი და ადამიანებისთვის შინ დარჩენის მოწოდება "ფაშიზმია".
„უთხრა ადამიანებს, რომ მათ არ შეუძლიათ საკითარი სახლის დატოვება და თუ ამას გააკეთებენ, დააპატიმრებენ - ეს ფაშიზმია. ეს არ არის დემოკრატია, ეს არ არის თავისუფლება. დალახვროს ღმერთმა, დაუბრუნეთ ხალხს კუთვნილი თავისუფლება!” – აცხადებს ელონ მასკი.
მასკი ფიქრობს, რომ ეკონომიკური საქმიანობა უნდა აღდგეს. პანდემიის ფონზე, ამერიკული გიგანტური ავტომწარმოებლები მილიარდობით დოლარის ზარალზე საუბრობენ.
აშშ-ის ფედერალურის ხელისუფლების განკარგულების ფონზე, „ტესლას“ ერთ-ერთი საწარმო, კალიფორნიის შტატის ქალაქ ფრემონტში 24 მარტის შემდეგ სრულად დახურულია და მინიმუმ 31 მაისამდე არ გაიხსნება. მიმდინარე კვირაში მასკმა განაცხადა, რომ არ იცის, კომპანია როდის შეძლებს წარმოების განახლებას. მას ხელისუფლების განკარგულება, შინ დარჩენის შესახებ, ბიზნესისთვის „სერიოზულ რისკად“ მიაჩნია.
პანდემიის დასაწყისში, მასკი თვლიდა, რომ კორონავირუსისგან გამოწვეული პანიკა გაზვიადებული იყო, თუმცა მოგვიანებით საავადმყოფოებს უფასო სასუნთქი აპარატები შესთავაზა.
დღეს მასკი, ზოგიერთი ევროპული ქვეყნის, მაგალითად გერმანიის გადაწყვეტილებას, ეტაპობრივად დაიწყოს ბიზნესის აღდგენა, გონივრულს უწოდებს და ამერიკის ფედერალურ მთავრობასაც იგივეს მოუწოდებს.