აზერბაიჯანის "მილი მეჯლისმა" ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, "მეჯლისის" რიგგარეშე სხდომაზე საომარი მდგომარეობის გამოცხადების საკითხი პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბმისად განიხილეს. მედიის ინფორმაციით, რამდენიმე რეგიონში კომენდანტის საათი დაწესდება.
ამ ფონზე, სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ არ უნდა დაუშვას რეგიონში ესკალაცია, და ასევე შეუძლებელი უნდა გახადოს თურქეთის ჩართვა კონფლიქტში. ამის შესახებ მან მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა.
ასევე ნახეთ: ყარაბაღი მოქმედი ვულკანია - სტივენ ბლენკიცნობისთვის, სომხეთმა საომარი მდგომარეობა და სრული სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა ცოტა ხნის წინ, აზერბაიჯანთან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში გამწვავებული სიტუაციის გამო. მხარეები საომარი მოქმედებებისთვის ერთმანეთს სდებენ ბრალს. ორივე მხარე დაღუპულების შესახებ იტყობინება.
ასევე ნახეთ: ბრძოლა შავი ბაღისთვისსაქართველოში კი ქვეყნის საგარეო უწყება აცხადებს: "შეშფოთებით ვაკვირდებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგ სამხედრო გამწვავებას, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, უკვე მოჰყვა მსხვერპლი და ინფრასტრუქტურის დაზიანება. იმედი გვაქვს, რომ მოხერხდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლა მხარეებს შორის და ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების თავიდან აცილება."