ევროპა სითბურმა ტალღებმა მოიცვა. კონტინენტის მასშტაბით რეკორდული სიცხე ფიქსირდება.
ცხელი ჰაერის მასები საჰარის რეგიონიდან ჩრდილოეთით მოძრაობს და ეს ტემპერატურის ზრდას იწვევს.
პარიზში რეკორდული სიცხე ხუთშაბათს დაფიქსირდა, ქალაქში ტემპერატურა 41.7 გრადუსი იყო ცელსიუსით. პარიზში ყველაზე მაღალი ტემპერატურა ამ დრომდე 1947 წლის მაჩვენებელი იყო - 40.4 გრადუსი.
საფრანგეთში ყველაზე ცხელი დღე კი ივნისში იყო, როდესაც ტემპერატურამ 47 გრადუსს მიაღწია.
ნიდერლანდებში კი სწორედ ხუთშაბათი იყო ისტორიაში ყველაზე ცხელი დღე - 41.7 გრადუსით. მანამდე რეკორდული სიცხე - წინა დღეს დაფიქსირდა 40 გრადუსი.
უჩვეულო სიცხეა გერმანიაშიც. რეკორდული ტემპერატურა ქვეყნისთვის ამ წლის ივლისში უკვე მეორედ დაფიქსირდა. ასევე 40 გრადუსზე მეტი.
ევროპული ქვეყნების ბევრ საჯარო დაწესებულებაში ჰაერის კონდიცირების სისტემები არ არის. რაც შეეხება საცხოვრებელ სახლებს, ამ შემთხვევაშიც, ზოგიერთი ინფორმაციით, მხოლოდ 5%-ს აქვს გამაგრილებელი მოწყობილობები.
ზოგიერთი მიმართულებით სარკინიგზო სამგზავრო რეისებიც გაუქმდა. ადგილობრივი მთავრობები მოსახლეობას გრილ გარემოში დარჩენისკენ მოუწოდებენ.