მანიფესტაცია ბოლო წლებში ყოფილი ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე ყველაზე ხალხმრავალი თავყრილობა იყო
დღეს თეირანის ქუჩებში ათობით ათასი ადამიანი „სიკვდილი ამერიკას“ შეძახილებით 1979 წლის ამერიკის საელჩოს იერიშს იხსენებდა.
თვითმხილველები აღნიშნავდნენ, რომ დღევანდელი მანიფესტაცია ბოლო წლებში ყოფილი ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე ყველაზე ხალხმრავალი თავყრილობა იყო. კონსერვატორებმა, დღევანდელი აქციის ორგანიზება ირანის პრეზიდენტის-ჰასან როჰანის შემრიგებლური ტონის საპროტესტოდ დაგეგმეს.
ირანის უზენაესი სასულიერო ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დადებითად მიუდგა როჰანის დამოკიდებულებას დასავლეთისადმი თუმცა აღნიშნა, რომ ირანის პრეზიდენტის „ზოგიერთი ნაბიჯი მისაღები არ იყო.“
შეგახსენებთ, რომ 34 წლის წინ ისლამისტი სტუდენტები ამერიკის საელჩოში შეიჭრნენ და 52 თანამშრომელი 444 დღის განმავლობაში ჰყავდათ მძევლად აყვანილი. ამ ინციდენტმა ორი ქვეყყნის ურთიერთობები ათწლეულების განმავლობაში გათიშა.