ჰამიდ კარზაი კატარში თალიბთა წარმომადგენლობის გახსნის პოზიტიურ მხარეებზე საუბრობს
ავღანეთის პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი კატარში ჩავიდა. ის მოლაპარაკებებს სამშვიდობო პროცესების დაწინაურების მიზნით, ქვეყანაში თალიბანის წარმომადგენლობის გახსნის თაობაზე აწარმოებს.
ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში, რომელშიც ავღანეთის პრეზიდენტს საგარეო საქმეთა მინისტრი და მშვიდობის საბჭოს თავმჯდომარეც ახლავს, ჰამიდ კარზაი კატარის უმაღლეს ოფიციალურ პირებს, მათ შორის ქვეყნის ემირს შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანისაც ხვდება. პრეზიდენტი კარზაი დაბეჯითებით ითხოვს, რომ ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკება ავღანეთის წინამძღოლობით გაიმართოს, თუმცა, აქამდე ქვეყნის გარეთ შეხვედრაზე უარს ამბობდა.
გაერო მიესალმება ავღანეთის პრეზიდენტის მიერ კატარში ჩასვლის ფაქტს და თალიბებსაც მოლაპარაკების მაგიდასთან მისვლისკენ მოუწოდებს.