მალალა იოსუფზაის ორჯერ სკოლის ავტობუსში ასვლის დროს ესროლეს
პაკისტანში, თალიბებმა 14 წლის აქტივისტ ბავშვს ესროლეს და დაჭრეს. მოზარდს შეიარაღებული დაჯგუფების წინააღმდეგ გამოსვლებით იცნობდნენ.
სამშაბათს, მალალა იოსუფზაის ორჯერ სკოლის ავტობუსში ასვლის დროს ესროლეს. თვითმხილველთა განცხადებით, შეიარაღებული პირი სროლამდე რამდენიმე წუთით ადრე, სკოლაში მივიდა და იოსუფზაის შესახებ იკითხა. გოგონას თავში და კისრის არეში ესროლეს, თუმცა, იგი გადარჩა და ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
იოსუფზაისთან ერთად დაიჭრა ორი გოგონაც. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბებმა აიღეს. სამხედრო დაჯგუფების პრესცენტრის განცხადებით, იოსუფზაი „დასავლური ორიენტაციის მქონე გოგონაა, რომელიც თალიბების წინააღმდეგ საუბრობს და ამერიკის პრეზიდენტს, ბარაკ ობამას კერპად მიიჩნევს."