პრეზიდენტმა ობამამ ავღანეთის ვეტერანი დააჯილდოვა

სერჟანტი რომეშა თალიბების წინააღმდეგ მებრძოლ ქვედანაყოფს მეთურობდა
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ავღანეთში თალიბებთან მებრძოლი ვეტერანი უმაღლესი სამხედრო ჯილდოთი - ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

პრეზიდენტ ობამას განცხადებით, სერჟანტ კლინტონ რომეშას გმირობამ 2009 წელს პაკისტანის საზღვართან ალყაში მოქცეული 50 ამერიკელის სიცოცხლე იხსნა.

სერჟანტი რომეშა, რომელიც დაჭრილი იყო, თალიბების წინააღმდეგ მებრძოლ სამხედროებს მეთურობდა. მან თალიბების გასანადგურებლად საჰაერო დარტყმების განახორციელება მოითხოვა და დაჭრილი თანამებრძოლების ბრძოლის ველიდან გამოყვანა შეძლო.