ცხრა ჩინურმა სამხედრო თვითმფრინავმა ტაივანის საჰაერო სივრცე დააარღვია. ამის შესახებ ინფორმაცია ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. ჩინეთის ეს ნაბიჯი იმავე დღეს მოხდა, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
ტაივანი, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩინეთის გახშირებულ საჰაერო ოპერაციებზე ხშირად სუბრობს, მაგრამ აქამდე ჩინეთის თვითმფრინავებს ტაივანის თავდაცვის ზონა არ დაურღვევია.
ყველაზე ფართომასშტაბიანი გადაფრენა ჩინეთმა 23 იანვარს განახორციელა, როცა ოპერაციაში 39 ჩინური თვითმფრინავი იყო ჩართული.