სირიის პრეზიდენტმა ახალი ინიციატივები წამოაყენა
სირიის პრეზიდენტმა ეროვნული მობილიზაცია გამოაცხადა. მან ამბოხებულებს „ალ-ყაიდას“ ტერორისტები უწოდა. ბაშარ ალ-ასადმა მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ იმ დროს, როდესაც სირიის ქუჩებში უსაფრთხოება და სიმშვიდე დარღვეულია, ქვეყანაში გართობის დრო არ არის. ამის შესახებ სირიის პრეზიდენტმა დამასკოს ცენტრში, ოპერის თეატრში გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, სირიის არმია მკვლელი კრიმინალების ბანდებს ებრძვის, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან ფინანსდებიან. მან ეროვნული შერიგების კონფერენციის ჩატარების და ახალი კონსტიტუციის შემუშავების იდეა წამოაყენა, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ მისმა მთავრობამ ჯერ ვერ იპოვა ის პარტნიორი, რომელიც მასთან მოლაპარაკებაზე დაჯდება. ბაშარ ალ-ასადმა უარყო, რომ ქვეყანაში ადგილი აქვს ამბოხებას მისი მმართველობის წინააღმდეგ. მის გამოსვლას დამსწრე საზოგადოება ოვაციებით ხვდებოდა.