ალ-ყაიდასთან შეფიცული სირიელი მეამბოხეები ერაყში რელიგიური დაპირისპირების ესკალაციას ახდენენ
სირიის სამოქალაქო ომის გავლენით ერაყში რელიგიურ ნიადაგზე მზარდი რელიგიური ძალადობის ავის მომასწავებელი კავშირები იკვეთება. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ალ-ყაიდასთან დაკავშირებული მებრძოლები ორივე ქვეყანაში იმისათვის გადაადგილდებიან, რომ რელიგიური განსხვავებების საფუძველზე ხელისუფლების გადატრიალება მოახდინონ როგორც დამასკოში, ისე ბაღდადში.
სუნიტი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული დაბომბვები და სხვა თავდასხმები, ასევე შიიტების სხვა სამიზნეებზე მომხდარი აფეთქებები რელიგიურ ნიადაგზე დაძაბულობის პროვოცირებას ახდენს.
ამ დაძაბულობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მეზობელ სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომია.
ახალი ამერიკული ფონდის წარმომადგენელი დუგლას ოლივანტი ამ თემაზე კომენტარს აკეთებს.
დუგლას ოლივანტი: ეს შემთხვევითობა არ არის, რომ ერაყში ახლა დაბომბვები გახშირდა, ეს სირიის თავისუფალი არმიის დახმარებისთვის უსასყიდლოდ მიმართული იარაღის და ფულის ბრალია, რომელიც ალ-ყაიდასთან დაკავშირებულმა სხვადასხვა ჯგუფებმა ჩაიგდეს ხელში.
„ ჩვენ გზაზე, ჯიჰადის სახელით“
ეს შეძახილები იმ სამოყვარულო ვიდეოშია, რომელიც ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა. ვიდეოში ალ-ნურსას დაჯგუფების მებრძოლები ჩანან, რომლებიც ალ-ყაიდასთან შეფიცული ერთგული მეომრები არიან.
ეს ჯგუფი დახმარებას ერაყში ალ-ყაიდასგან იღებს, და მებრძოლები ხშირად გადადიან ერაყი-სირიის საზღვარზე.
ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის წარმომადგენელი მაიკლ რუბინი მეამბოხეებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
მაიკლ რუბინი: ერაყელებს საპასუხო დარტყმის ეშინიათ, რადგან ხელახალი კონფლიქტის გაჩაღების საშიშროება და ალ-ყაიდასთან კავშირში მყოფი მეამბოხეების დაბრუნების საფრთხე არსებობს.
რუბინი სირიას ერაყში მეამბოხეების შესასვლელ მიწისქვეშა გვირაბს უწოდებს.
2006-2007 წლებში რელიგიურ ნიადაგზე გაჩაღებული დაპირისპირების შედეგად ათასობით ერაყელი დაიღუპა. თუმცა ამჯერად იქ აღარ იმყოფებიან ამერიკელი სამხედროები რომ კონფლიქტი ჩაახშონ.
რამდენიმე თვის განმავლობაში, ერაყელმა სუნიტებმა ანტი სამთავრობო აქციები მოაწყვეს. ერაყში. ზოგიერთის მოსაზრებით, სირიაში მეამბოხეთა წარმატება ერაყელ სუნიტებს თავდაჯერებულობას სძენს, რათა მათი თქმით- ერაყის შიიტური მთავრობის დისკრიმინაციის წინააღმდეგ იბრძოლონ.
სარმად ალ-თაი ერაყელი ანალიტიკოსია.
სარმად ალ-თაი: ამან შეიძლება ომამდე მიგვიყვანოს. ეს შეიძლება იყოს სიგნალი გადაწყვეტილების მიმღები ადამიანებისთვისაც, რომ პირველად დაფიქრდნენ თანამდებობის გაყოფაზე, უსაფრთხოების პასუხისმგებლობაზე და სიმდიდრეზე.
დაპირისპირება გრძელდება. ზოგიერთი სუნიტი ლიდერი აცხადებს რომ, ერაყის კონფლიქტი და სირიაში განვითარებული მოვლენები მოცემულ დროს ურთიერთკავშირშია.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის, საერთაშორისო სწავლების სკოლის დეკანი ვალი ნასრი თავის მოსაზრებას აყალიბებს.
ვალი ნასრი: ერთი გზა რომ სირიას ამოსუნთქვის საშუალება მიეცეს, არის სირიისთვის დახმარების გაწევა იქ მიმდინარე კონფლიქტის დასასრულებლად. რაც უფრო დიდ ხანს გაიწელება ეს კონფლიქტი, ეს კიდევ უფრო საშიშია ერაყისთვის.
თუმცა ჯერ არანაირი ნიშანი არ ჩანს, რომ სირიის კონფლიქტი მალე დასრულდება, და ერაყის ლიდერები შიშობენ, რომ შესაძლოა არეულობას სხვა ქვეყნებიც პროვოცირებდნენ.
ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიკიმ განცხადება გააკეთა.
ნური ალ-მალიკი: ამ ადამიანების დაბრუნება პოლიტიკური არასტაბილურობისთვის ჩადებული ინვესტიციაა, ამან საზოგადოების არასტაბილურობას შეუწყო ხელი. არსებული სექტანტური დაძაბულობა ქვეყნის ფარგლებს გაცდა და სხვა ქვეყნების დღის წესრიგში დადგა.
ნური ალ-მალიკიმ უშიშროების სამსახურის საკადრო რეორგანიზაცია მოახდინა, თუმცა რელიგიურ მოტივებზე დაპირისპირების გაზრდის შესახებ შიში ისევ არსებობს.