სირიელი ამბოხებულები ევროკავშირის ქვეყნებზე ნავთობპროდუქტების გაყიდვას იწყებენ
ცოტა ხნის წინ ევროკავშირმა სირიის ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი რეგიონებიდან ნავთობის მიღებაზე ემბარგო მოხსნა. თუმცა, არსებობს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მალე შეძლებენ ამბოხებულები ევროკავშირთან ვაჭრობის დაწყებას. ამასობაში, ქვეყანაში პრიმიტიული ნავთობწარმოება ვითარდება, რაც სირიის გაღარიბებულ მოსახლეობას ცოტაოდენი ფულის გაკეთებაში ეხმარება.
ქალაქ იდლიბის ჩრდილოეთ ნაწილში, საკუთარი სახლის ბაღში აჰმუდ აბუ თალებს და მის ძმას ხელის ტუმბოთი ნედლი ნავთობი რეზერვუარში გადააქვთ.
ორმოში, რომელიც რეზერვუართან მდებარეობს ცეცხლი ანთია. შემდეგ წვეთ-წვეთობით, მილსადენის მარტივ სისტემაში გამოხდილ პროდუქტს - მაზუთს და დიზელს ახლოს მდებარე მუყაოს ყუთებში ათავსებენ.
რამდენიმე მუშას ამის გამოცდილება უკვე აქვს. თუმცა არავის აცვია დამცავი სპეციფიური ტანსაცმელი, არადა ცეცხლი მათთან ახლოს, რეზერვუარებში ანთია.
აბუ თალები ამბობს რომ ეს საქმე გარისკვად ღირს. ოცდაოთხ საათში იგი ცხრა ბარელ ნავთობს იღებს.
აჰმუდ აბუ თალები: ნედლ ნავთობს იმ საბადოებიდან ვიღებთ, რომელიც სირიის არმიამ გაათავისუფლა. ბენზინს ბენზინგასამართ სადგურებს ვაწვდით. დროებითი თბოსადგურები კი წარმოადგენენ სასიცოცხლო მნიშვნელობას ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომლებიც საკუთარი სახლების გათბობას ცდილობენ.
როგორც შეერთებული შტატების მონაცემები აჩვენებს, სირიის სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყანაში ნავთობის მოპოვება 2011-დან 2012 წლამდე ორჯერ შემცირდა. ლონდონის ჩეთემ ჰაუსის პოლიტიკის ინსტიტუტის წარმომადგენელი დევიდ ბატერი ამ ფაქტს ევროკავშირის სანქციებს უკავშირებს.
დევიდ ბატერი: ემბარგომ პროდუქციის წარმოებას ხელი ნამდვილად შეუშალა, რადგან უცხოელმა ოპერატორებმა მუშაობა გააჩერეს. ამასთან, სირიის ხელისუფლებას არ ჰქონდა საშუალება, რომ სადმე შეენახა ნავთობი. მათ არ ჰქონდათ საკმარისი სათავსოები და გამწმენდი ქარხნები რომ განეთავსებინათ ნავთობი, რადგან ნავთობის ექსპორტი აღარ ხდებოდა.
რამდენიმე დღის წინ, ევროკავშირის მინისტერიალმა ნავთობის ემბარგო მოხსნა იმ რაიონებზე, რომლებსაც სირიის ოპოზიცია აკონტროლებს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კეტრინ ეშტონმა ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
კეტრინ ეშტონი: ახლა სამი სახის ოპერაცია იქნება შესაძლებელი: ნავთობის და ნავთობპროდუქტების იმპორტი, გაზისა და ნავთობის ექსპორტისთვის საჭირო ტექნოლოგიის და აღჭურვილობის ექსპორტი და სირიის ნავთობის წარმოებაში ინვესტიციების მოზიდვა.
თუმცა, დევიდ ბატერის თქმით ევროკავშირის ქვეყნების მიერ სირიის ოპოზიციისგან ნავთობის შეძენას დიდი დრო დასჭირდება.
დევიდ ბატერი: ნავთობის დიდ ნაწილს სხვადასხვა ჯგუფები აკონტროლებენ. მათ შორის ყველაზე ცნობილი არის ჯაბათ ალ-ნუსრა, რომელსაც ალ-ყაიდასთან და ბევრ სხვა ჯგუფთან აქვს კავშირი. ამდენად, აზრი არ აქვს იმის მტკიცებას, რომ ნავთობს ოპოზიცია აკონტროლებს, რომელთანაც ევროკავშირის ქვეყნების კომპანიებს საქმიანი ურთიერთობა ექნებოდათ.
სირიამ ევროკავშირის გადაწყვეტილება შეაფასა. ამბოხებამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ნავთობის ექსპორტი სახელმწიფო შემოსავლების მეოთხედს წარმოადგენდა.
სირიის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელი აბიდ მალიეჰი ამ საკითხზე კომენტარს აკეთებს.
აბიდ მალიეჰი: არ მესმის ტერორისტულ ჯგუფებს როგორ უნდა მისცეს ევროკავშირმა ევროპაში ნავთობის ექსპორტის უფლება. ეს ფულის გათეთრებაა. ეს მოპარული ფული და მოპარული პროდუქციაა.
სირიის ეკონომიკა სავალალო მდგომარეობაშია, თუმცა მთელი ქვეყნის მასშტაბით, პრიმიტიული ნავთობწარმოება საკუთარი სახლების ეზოებში ვითარდება. ეს უსაფრთხო საქმიანობა არ არის, თუმცა კონფლიქტის პირობებში გადარჩენის ერთ-ერთ საშუალებაა.