სირიაში, მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, დღეს საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ამის პარალელურად, ჟენევაში სირიის სამშვიდობო მოლაპარაკება მიმდინარეობს.
დასავლეთი და სირიის ოპოზიცია არჩევნების ჩატარების ფაქტს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები ექვსი კვირის წინ მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას საფრთხეს უქმნის.
საარჩევნო უბნები დღეს დილას მხოლოდ მთავრობის მიერ კონტროლირებულ რეგიონებში გაიხსნა, რაც სირიის მთლიანი ტერიტორიის მხოლოდ ერთ-მესამედს წარმოადგენს.
დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ბაათის პარტია, სავარაუდოდ, უმრავლესობას შეინარჩუნებს. სირიის პარლამენტის 250 მანდატისთვის 3500-მდე კანდიდატი იყრის კენჭს.