გაეროს მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელის განცხადებით, სირიაში ძალადობამ უპრეცენდენტო დონეს მიაღწია და საჭიროა დამკვირვებლებმა მუშაობა აღადგინონ. შეგახსენებთ, რომ ძალადობის ესკალაციის და უსაფრთხოების პრობლემების გამო, გაერომ მისია გასულ თვეს შეაჩერა.
გენერალ-მაიორ რობერტ მუდის განცხადებით, სირიის სამხედრო ძალებმა მეამბოხეებზე უპირატესობა მოიპოვეს და ქვეყნის მასშტაბით კონტროლი დაამყარეს.
ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბაღდადი ფლობს "უტყუარ სადაზვერვო ინფორმაციას", რომ ალ ყაიდას ტერორისტული დაჯგუფების წევრები ერაყიდან სირიაში შედიან და ტერორისტულ აქტებს ახორციელებენ.
გენერალი მუდის განცხადებით, შექმნილ სიტუაციაში უფრო მეტად ეფექტური იქნება, თუ მისიის რვა ბაზის კონსოლიდაცია მოხდება და მონიტორები რეგიონალურ ცენტრებში გადანაწილდებიან.
სირიის სამხედრო ძალებმა მეამბოხეებზე უპირატესობა მოიპოვეს და ქვეყნის მასშტაბით კონტროლი დაამყარეს