სამივე ინიციატივა ორი წლის მანძილზე გაჭიანურებული სამოქალაქო ომის დასრულებას ისახავს მიზნად
დღეს ევროკავშირი, შეერთებული შტატების, საფრანგეთის, რუსეთის უმაღლესი დიპლომატების ჯგუფი და სირიის ოპოზიციური კოალიცია სამ სამშვიდობო ინიციატივაზე დამოუკიდებლად შეუდგნენ მუშაობას. სამივე ინიციატივა მიმდინარე ორწლიანი სამოქალაქო ომის დასრულებას ისახავს მიზნად.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბნენ. 27-ქვეყნიანი ბლოკი განიხილავს სირიაზე დაწესებული ემბარგოს საკითხს, რომელსაც ვადა პარასკევს გასდის.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, უილიამ ჰეიგი ფრანგ კოლეგასთან ერთად აცხადებს, რომ სირიული ოპოზიციისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგო უნდა მოიხსნას. მათ მოსაზრებას ევროკავშირის ქვეყნების დიდი ნაწილი არ იზიარებს.
60 წევრისგან შემდგარი სირიის ეროვნული კოალიცია, რომელიც ოპოზიციური ჯგუფის ლიდერია, სტამბოლში მართავს შეხვედრებს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი კი დღეს საღამოს რუს და ფრანგ კოლეგებს ხვდება და ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკების თემაზე მსჯელობას მათთან ერთად გააგრძელებს.