გაეროს ექსპერტები სირიაში ჩავლენ და ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების სამ სხვადასხვა შემთხვევას შეისწავლიან
სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი დარწმუნებულია, რომ მისი ძალები სირიაში მიმდინარე კრიზისში გაიმარჯვებენ.
დღეს, სირიის არმიის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით გაკეთებულ მიმართვაში, ასადმა განაცხადა, რომ ამ რწმენის გარეშე მთავრობა ვერ გაუძლებდა ორ წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში მიმდინარე აგრესიას.
გუშინ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ გაეროს ექსპერტები სირიაში მალე ჩავლენ და ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების სამ სხვადასხვა შემთხვევას შეისწავლიან.