რუსეთი ლიბანში თვითმფრინავებს აგზავნის

სირიაში თვითმფრინავებს რუსეთის 100 მოქალაქე ელოდება, რათა ქვეყანა სასწრაფოდ დატოვონ
რუსეთი აცხადებს, რომ ლიბანში ორი რუსულ თვითმფრინავს იმ მიზნით აგზავნის, რომ სირიიდან რუსეთის მოქალაქეთა ევაკუირება მოახდინოს.

რუსეთის საგანგებო მდგომარეობის სამინისტროს პრესცენტრმა განაცხადა, რომ სირიაში თვითმფრინავებს რუსეთის 100 მოქალაქე ელოდება, რათა ქვეყანა სასწრაფოდ დატოვონ. ჯერჯერობით დაუდგენელია, თუ რამდენი ხანი გაგრძელდება ევაკუაციის პერიოდი.

რუსეთს სირიასთან ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. კრემლის ევაკუაციისთვის მზადება იმას ნიშნავს, რომ რუსეთი არ გამორიცხავს, პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მართველობა მალე დაემხოს.