რუსეთი სირიის შესახებ საუბრობს

რუსეთმა რამდენჯერმე გამოიყენა ვეტო გაეროს უშიშროების საბჭოში და დაბლოკა სირიის საკითხზე წარდგენილი რეზოლუციები
რუსეთი სირიის კონფლიქტის დამთავრებას უჭერს მხარს. მოსკოვში არაბული სახელწიფოების დიპლომატებთან შეხვდრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ არც სირიის მთავრობას და არც მეამბოხეებს არ შეუძლიათ სამხედრო გამარჯვების მოპოვება.

რუსეთმა რამდენჯერმე გამოიყენა ვეტო გაეროს უშიშროების საბჭოში და დაბლოკა სირიის საკითხზე წარდგენილი რეზოლუციები. ბატონმა ლავროვმა ეს განცხადება დამასკოში პრეზიდენტ ასადის ერთ-ერთი სასახლის დაბომბვის შემდეგ გააკეთა.

სირიის ოპოზიციის აქტივისტების განცხადებით, დღეს ალეპოში სარაკეტო თავდასხმის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა.