დევნილებს კარვებით, ჰიგიენური საჭიროებებითა და სურსათით ადგილობრივი მთავრობა და საქველმოქმედო ორგანიზაციები ამარაგებს
Your browser doesn’t support HTML5
უკვე რამდენიმე კვირაა ბავშვები გარეთ აღარ თამაშობენ ცივი ამინდისა და წვიმის გამო. მათ მიტოვებულ ცხვრის ფერმაში კოცონი აქვთ დანთებული და წვიმას და სიცივეს თავს იქ აფარებენ.
ფაუზ აკლი ეთნიკური ქურთია. ის სირრიის ქალაქ დირ ეზორში საკუთარ ფერმაში ცხოვრობდა. ახლა კი ერაყის ქურთისტანის ნახევრად-ავტონომიური მთავრობის მიერ ნაჩუქარ კარავში ცხოვრობს 10 სულიან ოჯახთან ერთად:
„ჩვენ აქ დასასვენებლად არ მოვედით. ძალიან ვიტანჯებით. სახლი დაბომბვის დროს დაგვენგრა. ყველაფერი დავკარგეთ. აქ იმიტომ ჩამოვედით, რომ ქურთისტანი ჩვენ მიწაა. მაგრამ აქ მაინც ძალიან ვწვალობთ. სირიაში საკუთრაი ფერმა, მანქანა და საკუთარი ტრაქტორიც გვყავდა.“
ერაყში დღეს 80 ათასამდე სირიელი დევნილი ცხოვრობს. გაერო და საერთაშორისო ორგანიზაციები თავს ვეღარ ართმევენ მათთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, მათ შორის, სურსათისაც.
დევნილებს კარვებით, ჰიგიენური საჭიროებებითა და სურსათით ადგილობრივი მთავრობა და ადგილობრივი მცირე ზომის საქველმოქმედო ორგანიზაციები ამარაგებს.
ფატიმა მუსაც ეთნიკური ქურთია. ის სირიის ქალაქ ალეპოში ცხოვრობდა და მას შემდეგ, რაც ალეპოს დაბომბვების შემდეგ სახლი დაენგრა, ათასი კოლომეტრი გაიარა იმისთვის, რომ არბატის ბანაკამდე მიეღწია მცირეწლოვან შვილთან ერთად.
„ალეპოდან შუა ღამისას მოგვიწია გამოქცევა. ჯერ ჰასაკამდე მანქანით ჩაგვიყვანეს შემდეგ ერაყში ფეხით გადმოვედით. მთელი გზა თოვდა და ბავშვი ზურგზე მოკიდებული ვატარე.“
სირიაში კონფლიქტის დასრულების პერსპექტივა ჯერ არ ჩანს. ეს კი დევნილების რაოდენობის გაზრდისა და მათი საცხოვრებელი პირობების კიდევ უნფრო დამძიმების საფრთხეს ამძაფრებს.