ბოლო წლებში სომხური წარმოშობის ქრისტიანებმა სამშობლოში დაბრუნება ლიბანიდან, ირანიდან და ერაყიდანაც დაიწყეს
კონფლიქტის გამო, სირიიდან სომხეთში გადასახლებული სირიელი სომეხი მოსახლეობის პრობლემებზე ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯეიმს ბრუკი ერევანში ვიზიტისას არკვევდა.
სირიაში სამოქალაქო ომის ორი წლის თავზე, ადამიანური დანაკარგი სამოცდაათ ათას შეადგენს. მილიონი სირიელი ქვეყნის გარეთ დევნილობაში ცხოვრობს, ორ მილიონზე მეტი კი სირიაშივე იძულებით ადგილნაცვალად ითვლება.
ექვსი ათასი სომეხი ქრისტიანი სირიიდან ჩრდილოეთით, მანამდე ბევრი მათგანისთვის უცნობ ქვეყანაში- მშობლიურ სომხეთში გარბის.
მათი უმრავლესობა სირიას სტუმართმოყვარეობისა და პატივისცემისთვის უმადლის, ხალხს, რომელმაც საუკუნის წინ, ოსმალეთის იპერიას გამოქცეულ სომხების წინაპრებს სირიაში თავშესაფარი მისცა.
თუმცა, ბოლო წლებში სომხური წარმოშობის ქრისტიანებმა სამშობლოში დაბრუნება ლიბანიდან, ირანიდან და ერაყიდანაც დაიწყეს.
სირიიდან კი სომხური წარმოშობის ადამიანების შედარებით ფრთხილი და ერთის მხრივ, შეუმჩნეველი დაბრუნება მათი სკეპტიციზმის გამოხატულებად შეიძლება ჩაითვალოს, რომ ხანგრძლივი სამოქალაქო დაპირისპირების შემდეგ სირია სეკულარულ, ტოლერანტულ სახელმწიფოდ ვერ ჩამოყალიბდება.
ფიქრით სირიაზე
ერევნის ასმეთოთხმეტე საჯარო სკოლაში ახლა სირიიდან ჩამოსული ასორმოცდაათი სირიელი სომეხი სწავლობს. ისინი შარშან, სომხეთში, სირიის სომხური თემობის დედაქალაქიდან-ალეპოდან-ორ კვირიან არდადეგებზე ჩამოვიდნენ.
სირიაში მეგობრებს ახლა ისინი სომხეთიდან სკაიპით ან ფეისბუკით უკავშირდებიან.
-„მე მათთან საუბარი არ შემიძლია, ამ დროს ტირილისგან თავს ვერ ვიკავებ“-ამბობს 15 წლის მარია ვართანიანი. გარენ ბალხიანი-17 წლის მოსწავლეა. მან იცის, რომ ალეპოში დარჩენილი მეგობრები ახლა მიმოფანტულნი არიან შექმნილი მდგომარეობის გამო. „სომხეთში რამდენიმე მეგობარი მყავს, რამდენიმე სირიიდან კანადაში გადავიდა. ერთიც ამერიკაში წავიდა.“
ერევანში არის სარქის ბალხიანიც, რომელიც სირიელ სომხებს უცხო ქალაქში ჩასახლების შემდეგ პირველად დახმარებას უწევს და სამსახურის, სკოლის, ბინის მოძებნაში აკვალიანებს. თავად სარქისმა- სირიელმა სომეხმა, განათლება ამერიკაში მიიღო, საცხოვრებლად კი სომხეთში დაბრუნდა.
ის ამბობს, რომ სირიაში დაპირისიპრების დაწყების შემდეგ ადგილობრივი სომხები, ისევე როგორც ბევრი სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი, ფიქრობდა, რომ კონფლიქტი მალე დასრულდებოდა. ორი წლის წინ არაერთი სომეხი, არეულობის დაწყების მომენტში სომხეთში შვებულებით იყო წამოსული, ბევრ მათგანს არც საკმარისი თანხა ჰქონდა წამოღებული, გვითხრა სარქისმა.
ამ პირობებში , ერევანში სარქის რშდუნი, ამბობს, რომ სირიიდან ჩამოსულ სომხებს კარგი სამუშაოს შოვნა უჭირთ, ქვეყანაში, რომელიც მათი აზრით იზოლირებულია და მაღალი უმუშევრობა ახასიათებს.
1915 წლის გენოციდის გავლენა
რშუდინს ქრისტიანების ბედიც აშფოთებს, თუ სირიაში რადიკალურად განწყობილმა ადამიანებმა ჩაიგდეს ძალაუფლება.
სომხების უსაფრთხოების განცდას მათ კოლექტიურ მეხსიერებაში 1915 წლის გენოციდი ზრდის. ერთი საუკუნის წინ, თურქებმა მილიონნახევარი სომეხი გაანადგურეს. ამ დრომდე, ერევანში ჩასული მაღალი რანგის სტუმრებისთვის ლამის სავალდებულოცაა დედაქალაქში სომხების გენოციდის მუზეუმსა და ინსტიტუტში სტუმრობა.
გენოციდის გავლენა, ექსპერტ რიჩარდ გირაგოსიანის აზრით, არის ისიც, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ჩასახლებული სომხები მუდმივად წასვლაზე არიან ორიენტირებული. როცა ეგვიპტეში 1952 წელს გამალ აბდელ ნასერმა აიღო ძალაუფლება ადგილობრივმა სომხებმა ამ ადამიანის სოციალისტური პოლიტიკის გამო, თავი საფრთხის ქვეშ იგრძნეს და ქვეყანა დატოვეს.
გირაგოსიანი ერევანში, რეგიონალური სწავლებების ცენტრს ხელმძგვანელობს,
„სომხებმა აყრა დაიწყეს. შემდეგ იყო ბეირუთი და ლიბანის სამოქალაქო ომი. შემდეგ თეირანი. სომხურ დიასპორას, შესაბამისად, ისტორიულად ახასიათებს დინამიური ტენდენცია და ცვლილებისკენ ლტოლვა. ახლო აღმოსავლეთში, აქედან გამომდინარე, სომხების პოზიციები არასდროს ყოფილა სტატიკური ან სტაბილური.“
სომხური დიასპორის ახალი თაობისთვის კი გზა მომავლისკენ- მათი ადაპტაციის უნარშია. #114 სკოლის დერეფნებში კი მათგან ერთნაირი სიხშირით გაიგებთ ამერიკაში სწავლის სურვილის, სახლში- ალეპოში დაბრუნებისა თუ სომხეთში დარჩენის შესახებ.