დამასკოში სირიის პარლამენტის სპიკერის ძმა მოკლეს
სამშაბათს, სირიაში საჰაერო თავდასხმას, დაბომბვებს და სახმელეთო ბრძოლებს სულ 130 ადამიანი ემსხვერპლა. დაპირისპირება პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის შეიარაღებულ ძალებსა და მეამბოხეებს შორის დამასკოსა და ალეპოში განსაკუთრებით გამწვავდა.
სამშაბათს, დამასკოში, სირიის პარლამენტის სპიკერის ძმა მოკლეს. ბრიტანეთში განთავსებული ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი აცხადებს, რომ სირიის სამხედრო თვითმფრინავების დაბომბვის შედეგად იდლიბის პროვინციის ქალაქ სარაღებში 19 ადამიანი დაიღუპა და 60 დაიჭრა.