სირიის სამხედრო თვითმფრინავებმა დამასკოს გარეუბანი დაბომბეს
სამშაბათს დამასკოსა და ალეპოში სირიის სამთავრობო ძალებსა და მეამბოხეებს შორის დაპირისპირებამ იმატა.
სირიის ქალაქ ალეპოში აეროპორტი მეამბოხეთა შეტევის გამო დახურეს. ბრიტანეთში ბაზირებული სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის განცხადებით, დაპირისპირება მოხდა ალეპოს აეროპორტის დაცვის და სირიის არმიის მეოთხმოცე ბრიგადას შორის.
ანტი-სამთავრობო აქტვისისტთა განცხადებით, სირიის სამხედრო თვითმფრინავებმა დამასკოს გარეუბანი დაბომბეს. სირიის სამთავრობო მედიის განცხადებით, ოპერაციის შედეგად ათობით "ტერორისტი" განადგურდა.
სირიელი მეამბოხეები ცდილობენ სირიის პრეზიდენტს ქვეყნის დატოვება აიძულონ. მათი განცხადებით, 2011 წელს დაწყებული დაპირისპირების შემდეგ, სირიაში 45,000 ადამიანი დაიღუპა.