ვაშინგტონმა სირიის ოპოზიციური კოალიცია აღიარა

მაროკოში მიმდინარე სირიის მეგობრების საერთაშორისო კონფერენციაში 100-მდე დელეგატი მონაწილეობს
მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყანა ბაშარ ლ-ასადის გადადგომას ითხოვს, სირიის ოპოზიციის ლეგიტიმურობის აღიარების პარალელურად.

მაროკოში მიმდინარე სირიის მეგობრების საერთაშორისო კონფერენციაში 100-მდე დელეგატი მონაწილეობს, რომლებიც ბაშარ ასადის დამხობის შემთხვევაში სირიაში ძალაუფლების გადაცემის საკითხებზე მსჯელობენ.

შეერთებულმა შტატებმა სირიის ოპოზიციური კოალიცია სამშაბათს აღიარა, რამაც რუსეთის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ეს აღიარება სირიაში პოლიტიკური რეფორმების განხორციელებას შეუშლის ხელს, რადგან ამერიკა მთელ იმედებს ოპოზიციის სამხედრო გამარჯვებაზე ამყარებს.