მდგომარეობა სირიაში

ჰომსში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკების მიზნით ჩასული სუნიტი მუსლიმები მოკლეს
სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერმა ჰომსის პროვინციაში ქვეყნის გაერთიანებისთვის შექმნილი ჯგუფის 7 წევრი მოკლა. ბრიტანელი უფლებადამცველების განცხადებით, დაღუპულები სუნიტი მუსლიმები არიან და ისინი მთავრობის მიერ კონტროლირებად რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკების მიზნით იმყოფებოდნენ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი სირიაში ვითარების დარეგულირების საკითხებზე მოლაპარაკებას არაბული ლიგის წარმომადგენლებთან მართავს. ის აგრძელებს ახლო აღმოსავლეთის ტურს და ამჟამად იორდანიაში იმყოფება, სადაც მოგვიანებით, ჯერ იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ნასარ იუდეს და შემდეგ პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბას ხვდება.

ჯონ კერი დისკუსიებს ეგვიპტეში გამწვავებულ ვითარებაზეც გეგმავს. თუმცა, სახელმწიფო მდივნის განცხადებით, მის უპირველეს პრიორიტეტად ისრაელს და პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება რჩება. წლის დასაწყისში სახელმწიფო მდივნის პოსტზე დანიშნვის შემდეგ, ეს რეგიონში კერის მე-6 ვიზიტია.