ბაშარ ალ-ასადი: ინსპექტორების ჩამოსვლასთან დაკავშირებით პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ მათი უსაფრთხოება გვაშფოთებს
სირიის ლიდერი ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზია სისითივისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ქიმიური იარაღის თაობაზე საერთაშორისო მონიტორების ჩასვლაში პრობლემას ვერ ხედავს. პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის თქმით, მათ შეუძლიათ ჩავიდნენ იმ ობიექტებზე, სადაც ქიმიური იარაღი მზადდება და ინახება. თუმცა, ექსპერტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ისევ სერიოზულ გამოწვევად რჩება. პრეზიდენტი აღიარებს, რომ მისი მთავრობა დიდი რაოდენობით ქიმიური იარაღის არსენალს ფლობს.
ასადს მიაჩნია, რომ სირიაში მიმდინარე ბრძოლები ქიმიური იარაღის საერთაშორისო ექსპერტების მუშაობას შეაფერხებს, და რომ „ტერორისტები“ და „უცხო ქვეყნის დესტრუქციული ძალები“ მათ უსაფრთხოებას პრობლემებს შეუქმნიან. პრეზიდენტი ასადი 18 თვის მანძილზე გაჭიანურებულ სამოქალაქო ომში მოპირისპირე მხარეს მყოფ ამბოხებულებს კვლავ ტერორისტებს უწოდებს და გასულ თვეში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტსაც მათ აბრალებს. თუმცა, ამავე დროს იმასაც აცხადებს, რომ „ქიმიური იარაღი სირიაში უსაფრთხო ადგილზეა და მას სირიის არმია აკონტროლებს“.