„ჰუმან რაითს ვოჩი“ სირიაში ბალისტიკური რაკეტების გამოყენების ფაქტს გმობს და მათი გამოყენების შეწყვეტას ითხოვს
ორგანიზაცია “ჰუმან რაითს ვოჩი“ (Human Rights Watch) სირიის შეიარაღებულ ძალებს დასახლებულ რეგიონებში ბალისტიკური რაკეტების გამოყენების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციამ 9 შემთხვევა გამოიკვლია, რომლის შედეგადაც ქალაქ ალეპოზე და მის მიმდებარე პროვინციებზე მიტანილი იერიშის დროს, 250-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ალეპო, სირიის უდიდესი ქალაქი, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის და მასთან დაპირისპირებული ოპოზიციური ძალების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. აკრიტიკებს რა ბალისტიკური რაკეტების გამოყენებას, ორგანიზაცია „ჰუმან რაითს ვოჩი“ აცხადებს, რომ იმის მიუხედავად, არიან თუ არა რეგიონში შეიარაღებული ადამიანები, აღნიშნული იარაღით ზუსტი დამიზნება გამორიცხულია, რის გამოც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის დიდი რაოდენობაა.