ხელისუფლებამ გუშინ შეძლო ალეპოს სხვადასხვა უბანზე კონტროლი დაემყარებინა
სირიის ოპოზიციის აქტივისტების განცხადებით, სამთავრობო ძალები ქვეყნის ყველაზე ხალხმრავალ ქალაქ ალეპოზე შეტევას დღესაც აგრძელებდნენ
დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული სირიის ადმაიანის უფლებათა დაცვის ცენტრი ადასტურებს ქვეყნის კომერციული დედაქალაქის დაბომბვას და შეტაკებებს მთავრობისა და ოპოზიციის ძალებს შორის.
ალეპოში მყოფი ჟურნალისტები იტყობინებიან, რომ ხელისუფლებამ გუშინ შეძლო კონტროლი დაემყარებინა სირიის უდიდესი ქალაქის სხვადასხვა უბანზე და რომ მეამბოხეებმა უკან დაიხიეს. ოპოზიციის ძალები პირობას დებენ, რომ არ დანებდებიან მიუხედავად ტყვია წამლის ნაკლებობის შესახებ გავრცელებული ხმებისა.
დღესვე, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სირიის მეამბოხე ძალებს საკომუნიკაციო მოწყობილობებისა და სამედიცინო აღჭურვილობის მიზნით, 8 მილიონ დოლარს გადასცემს. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიტანულ პრესაში გამოაქვეყნა წერილი, სადაც აცხადებს, რომ „ახლა საჭიროა ურთიერთობები დამყარდეს იმ ხალხთან რომელმაც შესაძლოა სირია მომავალში მართოს.“