ოპოზიციის ძალები ახლა უკვე მძიმე ტექნიკას, მათ შორის ტანკებსაც, ფლობენ და იყენებენ
სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის განცხადებით, მისი არმია ამბოხებულებთან გადამწყვეტ ბრძოლაში ჩაერთო, რომელიც ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს.
ბრიტანელი უფლებადამცველები იტყობინებიან, რომ ბრძოლებმა დამასკოს ქრისტიანულ რაიონებში გადაინაცვლა, სადაც უკანასკნელი 17 თვის მანძილზე შეტაკებები ძალზე იშვიათად ხდებოდა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მისია სირიაში ადასტურებს, რომ ოპოზიციის ძალები ახლა უკვე მძიმე ტექნიკას, მათ შორის ტანკებსაც, ფლობენ და იყენებენ. გაეროს მისიის სპიკერი, სიუზან გოშე აღნიშნავს, რომ სამშაბათს მისიის დამკვირვებლებმა მთავრობის მცირე ზომის თვითმფრინავები დააფიქსირეს, რომლებიც ქალაქ ალეპოს ბომბავდა.