სირიის არმია დამასკოში პოზიციებს იბრუნებს

დაზვერვის შეფი - ოთხშაბათს მომხდარი აფეთქების კიდევ ერთი მსხვერპლი
სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ოთხშაბათს მომხდარი მასშტაბური აფეთქების შედეგად დაჭრილი დაზვერვის სამსახურის უფროსი გარდაიცვალა.

გენერალი ჰიშამ იხთიარი ამ აფეთქების უკვე მეოთხე მსხვერპლია. დამასკოში მთელი კვირის მანძილზე მწვავე ბრძოლები მიმდინარეობდა. დღეს სამთავრობო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც პრეზიდენტ ასადის შეიარაღებულმა ძალებმა სრული კონტროლი დაამყარეს მიდანის რაიონზე.

პრეზიდენტ ასადის წინააღმდეგ ამბოხება უკვე 16 თვეა გრძელდება. გუშინ რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს გაეროს უშიშროების საბჭოში დასავლეთის ქვეყნების რეზოლუციის პროექტს, რომელიც ასადის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებდა.