სირიის სამთავრობო ძალებსა და მეამბოხეებს შორის შეტაკებები მოხდა
თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოებით დასტურდება სირიის სამთავრობო ძალების მოქმედების ტრაექტორია, ალყაშემორტყმულ ქალაქ ალეპოს შემოგარენში.
ამერიკის მეცნიერების განვითარების ასოციაციის მიერ გაკეთებული ანალიზის საფუძველზე, ექსპერტები საუბრობენ ალეპოს საცხოვრებელ უბნებში ჯერ კიდევ აგვისტოში დაწყებული ტანკებისა და ჯავშანექნიკის დისლოცირებაზე.
სირიის კომერციულ დედაქალაქში დღესაც გრძელდება შეტაკებები სირიის სამთავრობო ძალებსა და მეამბოხეებს შორის. სამთავრობო ჯარების მიერ გრძელდება ქალაქის მასიური დაბომბვებიც.
საერთაშორისო ორგანიზაცია - „გადაარჩინე ბავშვები“ (Save the Children) აკეთებს გაფრთხილებას, რომ სირიაში მიმდინარე კონფლიქტს უარყოფითი გავლენა აქვს სირიელ ბავშვებზე.
ორგანიზაციის განცხადებით, თავდასხმების სამიზნე მცირეწლოვანი ბავშვები აქამდე არაერთხელ გამხდარან. მათ მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ ხშირად ბავშვები ოჯახის წევრთა მკვლელობის მომსწრე ხდებიან.